&
K R

აა აბ აგ ად აე ავ აზ აკ ალ ამ ან არ ას ატ აუ აქ აღ აც
ააპ

ააპამური

(ინგლ. aapamoor) - მაღლივი (ზემოური) ჭაობები, რომლებსაც ასევე უწოდებენ ომბროტროფულ ჭაობებს - მჟავე, ტენიანი ჰაბიტატები, რომელიც ღარიბია მინერალური მარილებით და არის საბინადრო გარემო ფლორისა და ფაუნის, რომელთაც შეუძლია გაუმკლავდეს ასეთ ექსტრემალურ პირობებს; - ჭალა ამაღლებული უბნებით ან ბორცვებით, რომლებზეც გამაგრებულია ჯუჯა ბუჩქები და სფაგნუმები (ტორფის ხავსი), გადაკვეთილი, თავისებური მოზაიკას მსგავსი, მრავალწლიანი ბალახისა და სფაგნუმის შემცველი დაბალი უბნებით. მაღლივი ჭაობები, სხვა ჭაობისგან განსხვავებით, იკვებებიან ექსკლუზიურად ატმოსფერული ნალექებით (ომბროტროფია) და ჰაერიდან მომდინარე მინერალური მარილებით. ამრიგად, ისინი წარმოადგენენ ჭაობის განსაკუთრებულ ტიპს, ჰიდროლოგიურად, ეკოლოგიურად და და მათი განვითარების ისტორიის თვალსაზრისით, რომელშიც გადამწყვეტ როლს თამაშობს ტორფის ხავსების ზრდა საუკუნეების ან ათასწლეულების მანძილზე. მაღლივ ჭაობებს ძალიან ემუქრება ტორფის ჭრა და მიმდებარე მიწებიდან მინერალური მარილებით დაბინძურება (სოფლის მეურნეობის და მრეწველობის გამო). უკანასკნელი მსხვილი ჭაობები შემორჩენილია დასავლეთ ციმბირსა და კანადაში.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9