(Framework Convention on Climate Change, UN FCCC) - შეთანხმება კლიმატის ცვლილების პრობლემაზე ქვეყნების მოქმედების ზოგადი პრინციპების შესახებ, რომელსაც ხელს აწერს მსოფლიოს 180-ზე მეტი ინდუსტრიულად განვითარებული ქვეყანა, მათ შორის ყოფილი სსრკ-ს ყველა ქვეყანა. კონვენცია საზეიმოდ იქნა მიღებული 1992 წელს რიო-დე-ჟანეიროში გამართულ „დედამიწის სამიტზე“ და ძალაში შევიდა 1994 წლის 21 მარტს. მხარეთა კონფერენციებზე იკრიბებიან UNFCCC-ს ხელის მომწერი ცალკეული ქვეყნის, ანუ 2021 წლის მდგომარეობით 196 სახელმწიფოს, და, ასევე, ევროკავშირს წარმომადგენლები. მისი მიზანია ატმოსფეროში სათბურის გაზების ანთროპოგენური გამონაბოლქვის სტაბილიზაცია იმ დონემდე, რომ არ დაუშვას მათი საშიში ზემოქმედება კლიმატზე. ეს გახდა პირველი საერთაშორისო შეთანხმება, რომელიც მიზნად ისახავს გლობალური კლიმატის ცვლილებასა და მის შედეგებზე წინააღმდეგობის გაწევას. UNFCCC-ის საბოლოო მიზანია „მიაღწიოს ატმოსფეროში სათბურის გაზების კონცენტრაციის სტაბილიზაციას, რომელიც არ დაუშვებს სახიფათო ანთროპოგენურ ზემოქმედებას კლიმატის სისტემაზე“ და ამით გლობალური ცვლილებები ატმოსფეროში იქნეს თავიდან აცილებული. უფრო მეტიც, „ეს დონე უნდა იყოს მიღწეული იმ დროში, რომელიც საკმარისია ეკოსისტემების ბუნებრივი ადაპტაციისთვის კლიმატის ცვლილებასთან, რაც საშუალებას მისცემს საფრთხე არ შეუქმნას საკვების წარმოებას და უზრუნველყოს შემდგომი ეკონომიკური განვითარება მდგრად საფუზველზე"
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.