გაზომვები, რომელშიც შედეგები გამოსახულია საერთაშორისოდ მიღებულ ერთეულების სიდიდეებში და გაზომვათა ცდომილებები დადგენილ ზღვრებს არ სცილდება მოცემული ალბათობით. გაზომვების ერთგვაროვნების პრინციპი აცხადებს, რომ „იმისთვის, რომ განტოლება იყოს კორექტული განზომილების მიხედვით, თითოეული წევრის განზომილება „მარცხენა ნაწილში“ უნდა იყოს ექვივალენტური თითოეული წევრის განზომილებასთან „მარჯვენა ნაწილში“. ამრიგად, თუ თითოეული წევრის განზომილებები განტოლების ორივე მხარეს ერთნაირია, მაშინ ფიზიკური გაზომვა ზუსტი იქნება.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი,2024.