(ძველი.ბერძნული. α - უარყოფითი თავსართი და, βίος - სიცოცხლე) - ცოცხალ ორგანიზმებზე გავლენის მქონე, არაორგანული გარემოს პირობების ერთობლიობა. ცოცხალი (ბიოტური) და არაცოცხალი (აბიოტური) ბუნების კომპონენტები ერთმანეთთან დაკავშირებულია ბიოგეოცენოზში ორგანიზმების არსებობისათვის აუცილებელი არაორგანული პირობების ერთობლიობა. ეს პირობები გავლენას ახდენენ პლანეტაზე მთელი სიცოცხლის განაწილებაზე. აბიოტური გარემო განისაზღვრება სხვადასხვა ფაქტორებით, მათ შორის ქიმიური (ატმოსფერული ჰაერის, მთის ქანების, ნიადაგის, წყლებისა და სხვა შედგენილობა) და სიძლიერე, ნალექების სიხშირე, ინტენსივობა და ბუნება, დღის სინათლის ხანგრძლივობა და პერიოდულობა, რადიაციული ფონი და სხვა.). თითოეული ტიპის ორგანიზმისთვის არსებობს აბიოტური გარემოს ფაქტორების უცილებელი ნაკრები, რაც უზრუნველყოფს მის ნორმალურ ცხოვრებას. ორგანიზმების გავრცელების შემზღუდველ ფაქტორებს ეწოდება მალიმიტირებელი ფაქტორები (მაგალითად., ჟანგბადის შემცველობა ზღვაში). აბიოტური გარემოს შეცვლით, ადამიანი ზოგჯერ არაპირდაპირ გავლენას ახდენს ცოცხალი ორგანიზმების შემადგენლობაზე და განაწილებაზე.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.