(ინგლ. Renewable energy) - მზის, ქარის, დედამიწის სითბოს, წყლის ნაკადების ბუნებრივი მოძრაობის (მოქცევების, ტალღური), გარდა მსხვილი ჰიდროელექტროსადგურებისა, ენერგია, ბიომასის და ნარჩენების ენერგია, აგრეთვე ბუნებაში არსებული ტემპერატურის გრადიენტების ენერგია. არსებობს განსხვავებული მოსაზრებები იმის შესახებ, თუ რა ტიპის რესურსებს უნდა მიეკუთვნოს ბირთვული საწვავი. ბირთვული საწვავის მარაგი სელექციონერ რეაქტორებში, მისი გამრავლების შესაძლებლობის გათვალისწინებით, უზარმაზარია, ის შეიძლება გაგრძელდეს ათასობით წლის განმავლობაში. ამის მიუხედავად, ის ჩვეულებრივ კლასიფიცირდება როგორც არაგანახლებადი რესურსი, რადგან საწვავის დახურული ციკლი ჯერ არ არის მიღწეული და მისი განხორციელება ძალიან ძვირია და აქვს რისკები გარემოსთვის
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.