&
K R

გა გე გლ გო გრ
გად გაე გაზ გამ გან გარ გაუ გაფ გაწ

გარემო

ბუნებრივი სხეულები და მოვლენები, რომელთანაც ორგანიზმი პირდაპირ ან ირიბ კავშირში იმყოფება. ჰაბიტატი (ეკოლოგიური ნიშა) - კონკრეტული აბიოტური და ბიოტური პირობების ერთობლიობა, რომელშიც ბინადრობს მოცემული ინდივიდი, პოპულაცია ან სახეობა, ბუნების ნაწილი, რომელიც გარს აკრავს ცოცხალ ორგანიზმებს და მათზე პირდაპირ ან ირიბ ზემოქმედებას აწარმოებს. ჰაბიტატი (ეკოლოგიური ნიშა), ხშირად ემთხვევა ტერმინს "არეალი" - ბიოლოგიური სახეობების გეოგრაფიული განაწილება. ორგანიზმები გარემოდან იღებენ ყველაფერს, რაც სიცოცხლისთვის სჭირდებათ და მასში გამოყოფენ მეტაბოლურ პროდუქტებს. ეს ტერმინი ხშირად განიხილება ბუნებრივი გარემოს სინონიმად. თითოეული ორგანიზმის გარემო არაორგანული და ორგანული ხასიათის მრავალი ელემენტისგან და ადამიანისა და მისი წარმოების საქმიანობის მიერ შემოტანილი ელემენტებისგან შედგება. გარემოს ცალკეულ თვისებებს და ელემენტებს, რომლებიც ზემოქმედებენ ორგანიზმებზე, ეკოლოგიური ფაქტორები ეწოდებათ. ეწოდებათ.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9