ბუნების ძალები და მოვლენები, რომლებიც თავიანთ წარმოშობას არსებული ორგანიზმების სასიცოცხლო აქტივობას უნდა უმადლოდნენ. ერთ-ერთი ეკოლოგიური ფაქტორი, რომელიც გულისხმობს ცოცხალი ორგანიზმების ურთიერთდამოკიდებულებას და ურთიერთზეგავლენას (მტაცებლის გავლენა მსხვერპლზე, პარაზიტის მასპინძელზე და ასე შემდეგ). ცოცხალი ორგანიზმების ერთობლიობა, რომლებიც თავიანთი სასიცოცხლო აქტივობით გავლენას ახდენენ სხვა ორგანიზმებზე. ზოგიერთი მათგანი შეიძლება სხვების საკვებად იქნეს გამოყენებული (მაგალითად, მსხვერპლი მტაცებლისთვის, ბალახოვანი მცენარეები ჩლიქოსნებისთვის), იყოს ჰაბიტატი (მაგალითად, მასპინძელი პარაზიტისთვის), ხელი შეუწყოს გამრავლებას(მაგალითად, მწერების მიერ ყვავილოვანი მცენარეების დამტვერვა), აწარმოოს ქიმიური, მექანიკური და სხვა ზემოქმედება. აბიოტური გარემოს ფაქტორების მოქმედებისგან განსხვავებით, ბიოტური გარემოს ფაქტორების მოქმედება ვლინდება სხვადასხვა სახეობის ორგანიზმების ურთიერთქმედების მრავალფეროვანი ფორმით.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.