&
K R

გა გე გლ გო გრ
გად გაე გაზ გამ გან გარ გაუ გაფ გაწ

გარემომცველი გარემო

1) ბუნებრივი გარემოს, ბუნებრივი და ბუნებრივ - ანთროპოგენური ობიექტების, აგრეთვე, ანთროპოგენური ობიექტების კომპონენტების ერთობლიობა; 2) გარე გარემო, რომელშიც ფუნქციონირებს ორგანიზაცია, მათ შორის ჰაერი, წყალი, მიწა, ბუნებრივი რესურსები, ფლორა, ფაუნა, ადამიანი და მათი ურთიერთქმედება; 3) ყველაფერი, რაც სხეულს აკრავს და გავლენას ახდენს მის განვითარებაზე, ზრდაზე, გადარჩენაზე, გამრავლებაზე. ობიექტთან ან სუბიექტთან უშუალო კონტაქტში მყოფი გარემო: - განზოგადებული ცნება, რომელიც ახასიათებს გარკვეული ტერიტორიის ბუნებრივ პირობებსა და მის ეკოლოგიურ მდგომარეობას.„გარემომცველი გარემო“ ჩვეულებრივად განიხილება როგორც გარემოს ნაწილი, რომელიც 54 ურთიერთქმედებს მოცემულ ცოცხალ ორგანიზმთან (ადამიანთან, ცხოველთან და ა.შ.), მათ შორის ცხოველური და უსულო ბუნების ობიექტებთან. სიტყვათა კომბინაცია "გარემომცველი გარემო", როგორც წესი, დედამიწის ზედაპირზე არსებული ბუნებრივი პირობების, მისი ლოკალური და გლობალური ეკოსისტემების მდგომარეობისა და ადამიანებთან ურთიერთქმედების აღწერის პროცესში გამოიყენება. ამ თვალსაზრისით, ტერმინი გამოიყენება საერთაშორისო ხელშეკრულებებში. თანამედროვე ეპოქაში ადამიანის საქმიანობამ მოიცვა აქტიკულად მთელი გეოგრაფიული გარსი და მისი მასშტაბები ამჟამად შესადარია გლობალური ბუნებრივი პროცესების მოქმედებასთან, რაც ნეგატიურად აისახება გარემომცველი გარემოს მდგომარეობაზე. გაეროს ფარგლებში შეიქმნა სპეციალური ორგანიზაცია - გაეროს გარემოს დაცვის პროგრამა (UNEP). გარემოს დაცვის პრობლემებზე ყურადღების მიქცევის გამახვილების მიზნით, გაერომ 1972 წ-ს 15 დეკემბერს გარემოს დაცვის მსოფლიო დღედ 5 ივნისი დააწესა. გარემომცველი გარემო არის ჰაბიტატი ადამიანის წარმოების საქმიანობაში. ამიტომ გარემო უნდა განიხილებოდეს როგორც ბუნებრივი და ხელოვნური ჰაბიტატების ერთობლიობა.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9