&
K R

გა გე გლ გო გრ
გად გაე გაზ გამ გან გარ გაუ გაფ გაწ

გარემო სადეპოზიტო

გარემო, რომელიც აგროვებს დამაბინძურებლებს (თოვლის საფარი, ნიადაგი, მცენარეული საფარი და ასე შემდეგ). გარემოს მიერ დეპონირებული დამაბინძურებლები შეიძლება კონსერვირებული სახით იქნას შენახული (თოვლის საფარში მტვერის ნაწილაკები) ან მასში მიმდინარე გეოქიმიური პროცესების შედეგად განიცადოს მოდიფიცირება (ტექნოგენური მტვერი ნიადაგებში ან შლამებში). თანამედროვე პირობებში ბუნებრივი გარემო კომბინირებულ ტექნოგენურ დაბინძურებას განიცდის. ცნობილია, რომ კაცობრიობის ცივილიზაციის სასიცოცხლო საქმიანობასთან დაკავშირებით სინთეზირდება და ბუნებრივ გარემოში გამოიყოფა ასიათასობით ახალი ქიმიური ნაერთი გამოუკვლევი ტოქსიკოლოგიური მახასიათებლებით. ამრიგად, ბუნებრივი და ანთროპოგენური წარმოშობის სხვადასხვა ნაერთები, რომლებიც გროვდება ნიადაგში, იწვევს მის დაბინძურებას და ტოქსიკურობას. ბიოტესტირების მეთოდები სულ უფრო ხშირად გამოიყენება ჩვენი გარემოს ტოქსიკური თვისებების დასადგენად: ჰაერი, წყალი, ნიადაგი, სამრეწველო ნარჩენები, მასალები და ა.შ., ვინაიდან ისინი იძლევიან ბიოლოგიურ სტრუქტურებზე გარემო ფაქტორების კომბინირებული ეფექტის ინტეგრალურ შეფასებას, მათი ურთიერთქმედების გათვალისწინებით, რაც არ შეიძლება გაკეთდეს სამოდელო ექსპერიმენტში
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9