&
K R

გა გე გლ გო გრ
გად გაე გაზ გამ გან გარ გაუ გაფ გაწ

გარემოს დაბინძურების მაჩვენებლები

გარემოს დაბინძურების შესახებ მონაცემთა საშუალო სიდიდის გაანგარიშებისას, ისევე, როგორც მეტეოროლოგიური ინფორმაციის დამუშავებისას, დიდი მნიშვნელობა აქვს კლიმატოლოგიურად ერთგვაროვან და სტატისტიკურად უზრუნველყოფილ დაკვირვებათა რიგების გამოყენებას. მაგრამ, გარემოს ეკოლოგიური დატვირთვის შეფასებისას ყოველთვის არ მოიპოვება დაკვირვებათა ისეთი რიგები, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ წარდგენილ მოთხოვნებს. ამის გამო, დაკვირვებათა მასალის ინტერპრეტაციისა და საანალიზო გარემოს ეკოლოგიური მდგომარეობის შეფასების გასაადვილებლად და წარმოქმნილი მონაცემთა არაერთგვაროვნების აღმოფხვრის მიზნით ჩვენს მიერ იქნა შემოტანილი - ატმისფეროს ცალკეული i - ური საკვლევი ნივთიერებით - Ki და რამოდენიმე საანალიზო ნივთიერებებით საშუალო ჯამური – K დაბინძურების მაჩვენებლების ცნებები, ხოლო მათი საანგარიშო ფორმულები შემდეგნაირად არის გამოსახული სადაც ͞qi და ͞qix, შესაბამისად, გარკვეულ სივრცესა და დროში გასაშუალოებული i - ური ნივთიერების კონცენტრაცია და მისი შესატყვისი მანორმირებელი სიდიდეა. უკანასკნელის რანგში მოცემული მინარევის საანალიზო პერიოდის, მთლიანად, საშუალო კონცენტრაციის სიდიდეა მიღებული: - საშუალო თვიური კონცენტრაციების მრავალწლიური სვლის ანალიზისას - საანალიზო პერიოდის მრავალწლიური საშუალო თვიური კონცენტრაციაა, ხოლო მრავალწლიურ პერიოდში საშუალო წლიური მნიშვნელობების ცვალებადობის ანალიზისას - მათი მრავალწლიური საშუალო წლიური სიდიდეა, n კი - მინარევთა რიცხვია. როგორც პრაქტიკამ გვიჩვენა: - ნორმირების მეთოდი მონაცემთა არაერთგვაროვნების გამორიცხვისა და ატმოსფეროს მინარევთა ჯამური ზემოქმედების შედეგად მიღებული ეკოლოგიურიმდგომარეობის (დატვირთვის) შეფასების საუკეთესო საშუალებას იძლევა; - მოცემული სახის ინტეგრალური მახასიათებლები გაცილებით ნაკლებად განიცდიან შემთხვევით ცვალებადობას ვიდრე ატმოსფეროს დაბინძურებაზე დაკვირვებათა ცალკეული მონაცემები; - ამასთან, ისინი საკმაოდ სრულად ასახავენ მავნე მინარევთა წყაროების წვლილს გარემოს დაბინძურებაში და მეტად მნიშვნელოვანი მეტეოროლოგიური ფაქტორებით განისაზღვრებიან. ამ ინტეგრალური მახასიათებლების მისაღებად სივრცულ - დროითი გასაშუალოების გამოყენება, გარკვეულწილად, შემთხვევითი პროცესების ფილტრაციის ექვივალენტური აღმოჩნდა.…
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9