ადამიანის გარემომცველი, სოციალურ - ეკონომიკური და ბუნებრივი გარემოს დაცვის ერთობლიობა: საერთაშორისო, სახელმწიფო, რეგიონალური და ლოკალური (ადგილობრივი) ადმინისტრაციულ - სამეურნეო, ტექნოლოგიური, პოლიტიკური, სამართლებრივი და საზოგადოებრივი ღონისძიებების კომპლექსი, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობის შენარჩუნებისათვის აუცილებელ, სოციალურ - ეკონომიკური, კულტურულ - ისტორიული, ფიზიკური, ქიმიური და ბიოლოგიური კომფორტების უზრუნველყოფას ისახავს მიზნად.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.