(ბუნებრივი გარემოს საერთაშორისო სამართალი, საერთაშორისო ეკოლოგიური სამართალი, ინტერეკოსამართალი) - გარემოს დაცვის სფეროში საერთაშორისო ურთიერთობების მარეგულირებელი ნორმებისა და პრინციპების ერთობლიობა, ბუნებრივი რესურსების დაცვისა და რაციონალური გამოყენების მიზნით. საერთაშორისო თანამშრომლობა ხორციელდება ორი მიმართულებით: 1. ინდივიდუალური ბუნებრივი ობიექტების დამცავი ნორმების შექმნა; - 2. სახელმწიფოს ან საერთაშორისო ორგანიზაციის ზედამხედველობა ამა თუ იმ საქმიანობის განხორციელების უზრუნველსაყოფად გარემოსთვის ამ საქმიანობის შედეგების გათვალისწინებით. საერთაშორისო სამართლებრივი დაცვის ობიექტებს მიეკუთვნება: წყლის რესურსები, ატმოსფერო, ცოცხალი რესურსები (ფლორა და ფაუნა), ეკოსისტემები, კლიმატი, ოზონის შრე, ანტარქტიდა და ნიადაგი.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.