ახასიათებს გარემოსდაცვითი საქმიანობების მთლიანი ეკონომიკური სარგებლისა და ზარალის თანაფარდობას, მათ შორის გარე ეკოლოგიური ეფექტებს და მათთან დაკავშირებულ სოციალურ და ეკონომიკურ შედეგებს. გარემოსდაცვითი საქმიანობის ეკოლოგო - ეკონომიკური ეფექტურობის დადგენის მიზნით ტარდება გარემოს დაცვის ღონისძიებების შეფასება, არსებული ეკოლოგიური მდგომარეობისა და ურბანული ლანდშაფტების კეთილმოწყობის არსებული სისტემის შეფასება. გარემოსდაცვითი საქმიანობის ეკოლოგო - ეკონომიკური ეფექტურობის შეფასების ძირითად კრიტერიუმად რეკომენდებულია ისეთი ინდიკატორების გამოყენება, როგორიცაა: - წმინდა მიმდინარე ღირებულება; - ანაზღაურების შიდა მაჩვენებელი; - ხარჯსარგებლის თანაფარდობა.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.