(World Environment Day) - 1972 წლის 15 დეკემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის 27-ე სესიაზე გარემოს დაცვის მსოფლიო დღე გამოცხადდა. იგი ყოველწლიურად 1973 წლიდან 5 ივნისს აღინიშნება მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში. თარიღი შეირჩა გაეროს გარემოს კონფერენციის დასაწყისთან დაკავშირებით (სტოკჰოლმი, 1972 წ.). იმავე წელს შეიქმნა გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამა (UNEP) - ახალი განყოფილება გაეროს სისტემაში, რომელიც კოორდინაციას უწევს გარემოს დაცვას საერთაშორისო დონეზე. გარემოს დაცვის მსოფლიო დღე ეკოლოგიური კალენდრის ერთ - ერთ ყველაზე ნიშვნელოვან თარიღად ითვლება.ამ დღის აღნიშვნა ხელს უწყობს საზოგადოების ყურადღების მიქცევას გარემოსდაცვით საკითხებზე და ხაზს უსვამს გადაუდებელ აუცილებლობას შეცვალოს ხალხის დამოკიდებულება ბუნებრივი რესურსების მიმართ.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.