&
K R

გა გე გლ გო გრ
გად გაე გაზ გამ გან გარ გაუ გაფ გაწ

გარემოს დეგრადაცია

(ფრანგული degradation - დაქვეითება, გაუარესება) 1) გარემოს ზოგადი გაუარესება, ეკოლოგიური და სოციალური გარემოს ერთობლივი გაუარესება (ლანდშაფტის, ნიადაგის და ა.შ. დეგრადაცია); 2) ბუნებრივი მოვლენების (მაგალითად, ვულკანური ამოფრქვევები, წყალდიდობა) ან ადამიანის სამეურნეო საქმიანობის (ბუნებრივი ეკოსისტემების განადგურება, ბუნებრივი წყლების დაბინძურება და ა.შ.) შედეგად ადამიანის ბუნებრივი გარემოს გაუარესება.გარემოს დეგრადაცია ხდება ბუნების წიაღში ბუნებასა და ადამიანს შორის ნივთიერებათა და ენერგიის ცვლის უზრუნველმყოფელი კავშირების განადგურების ან გაფუჭების შედეგად, რაც ადამიანის მიერ ბუნების განვითარების კანონების გაუთვალისწინებლად განხორციელებული საქმიანობით არის გამოწვეული. გარემოს მდგომარეობის ზოგადი შეფასებისა და მის დაბინძურებაში ცალკეული წყაროების მონაწილეობის წილის დასადგენად გამოიყენება სანიტარულ-ჰიგიენური და ტოქსიკოლოგიური სტანდარტები.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9