ადამიანის გარემოს ეკოლოგიური ხარისხი გაგებულია, როგორც ბუნებრივი გარემოს განუყოფელი მახასიათებელი, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანის ჯანმრთელობის შენარჩუნებას და კომფორტულ ცხოვრებას. გარემოს მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება ფიზიკური, ქიმიური, ბიოლოგიური და სხვა მაჩვენებლებით და (ან) მათიკომბინაციით. გარემოს ეკოლოგიური ხარისხი, რომელიც წარმოადგენს ბუნებრივი გარემოს კომპონენტების მთლიანობას, ბუნებრივი და ბუნებრივ - ანთროპოგენური ობიექტების, არის ერთ - ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც განსაზღვრავს ადამიანის და სხვა ცოცხალი ორგანიზმების სიცოცხლის პირობებს. გარემოს ეკოლოგიური ხარისხი ფასდება: ბუნებრივ გარემოში სხვადასხვა ნივთიერების მაქსიმალური დასაშვები კონცენტრაციების; ფიზიკური ველების დონეების; ეკოლოგიური კრიტერიუმებისა და ინდიკატორების მეცნიერულად შემუშავებული ნორმებისა და კრიტერიუმების გამოყენებით.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.