&
K R

გა გე გლ გო გრ
გად გაე გაზ გამ გან გარ გაუ გაფ გაწ

გარემოს შეუქცევადი ცვლილებები

გარემოს წარმომქმნელი კომპონენტების ან მათი კომბინაციების ცვლილება, რომელიც ვერ ანაზღაურდება ბუნებრივი აღდგენითი პროცესების დროს: 1) ბუნებრივ გარემოში მთლიანობაში ან მის რომელიმე კომპონენტში ცვლილებები (ნიადაგის მცენარეული საფარის, ცხოველთა რაოდენობის შემცირება), რომლებიც ვერ იღებენ საწყის სახეს და პირვანდელ ბიოლოგიურ მნიშვნელობას ადამიანის მელიორაციული (ლათ. melioratio -"გაუმჯობესება") ჩარევის გარეშე ან ხანგრძლივი (ათწლეულებისა და საუკუნეების განმავლობაში) ბუნებრივი პროცესის შედეგად. ბუნებრივ გარემოში გარკვეული შეუქცევადი ცვლილებები ხდება ადამიანის ბრალეულობით (გარემოს დაბინძურება, ფართომასშტაბიანი ტყეების განადგურება და ა.შ.) 2) ქიმიური ნივთიერებით გამოწვეული სხეულის ნორმალური სტრუქტურის ან ფუნქციის ცვლილება, რომელიც რჩება ან პროგრესირებს ამ ნივთიერების ზემოქმედების დასრულების შემდეგაც.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9