&
K R

გა გე გლ გო გრ
გად გაე გაზ გამ გან გარ გაუ გაფ გაწ

გარემოს ხარისხი

გარემოს მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება ფიზიკური, ქიმიური, ბიოლოგიური და სხვა მაჩვენებლებით და (ან) მათი კომბინაციით. გარემოს ხარისხი, რომელიც წარმოადგენს ბუნებრივი გარემოს კომპონენტების, ბუნებრივ და ბუნებრივ - ანთროპოგენური ობიექტების ერთობლიობას, არის ერთ - ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც განსაზღვრავს ადამიანის და სხვა ცოცხალი ორგანიზმების სიცოცხლის პირობებს. გარემოს ხარისხი ფასდება მეცნიერულად შემუშავებული ნორმებისა და კრიტერიუმების გამოყენებით, მათ შორის: - სხვადასხვა ნივთიერების ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციები ბუნებრივ გარემოში; ფიზიკური ველების დონეები; - ეკოლოგიური კრიტერიუმები და ინდიგატორები.პრაქტიკაში გამოიყენება სანიტარულ - ჰიგიენური მაჩვენებლები: - დამაბინძურებლების ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციები (ზდკ) ჰაერში, წყალში, ნიადაგში, საკვებ პროდყქტში; ფიზიკური ველების ზღვრულად დასაშვები დონეები (ზდდ); - მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმა (ზდგ). სანიტარულ - ჰიგიენურთან ერთად გამოიყენება გარემოს ხარისხის ეკოლოგიური ინდიკატორები, რომლებიც წარმოადგენენ ანთროპოგენური ზემოქმედების ქვეშ მყოფი ეკოსისტემებისა და ლანდშაფტების ცოცხალი ორგანიზმების თემების ფუნქციურ - სტრუქტურული მახასიათებლების (პროდუქტიულობა, ბიოტური ციკლის ინტენსივობა, სახეობების მრავალფეროვნება, მდგრადობა) ცვლილებების საზომს. ასევე გამოიყენება ბუნებრივი გარემოს ანთროპოგენური ცვლილებების ინდიკატორები, მაგალითად, ნიადაგის თვისებების გაუარესების ინდიკატორები და სხვა.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9