&
K R

გა გე გლ გო გრ
გეა გეი გენ გეო

გეას ჰიპოთეზა

(ძვ. ბერძნ. Γῆ, Γᾶ, Γαῖα - დედამიწა; ინგლ.- Gaia hypothesis) - აკადემიკოს ვ.ი.ვერნადსკის იდეების განვითარების გზით,1970 წელს ბრიტანელი ფიზიკოსის ჯეიმს ლავლოკის მიერ, ამერიკელ მიკრობიოლოგ ლინ მარგულისთან თანამშრომლობით, გამოთქმული სადავო ვარაუდი. გეას ჰიპოთეზა მჭიდრო კავშირშია ვ.ი.ვერნადსკის იდეებთან - ცოცხალი ნივთიერების (ცოცხალი ორგანიზმები, ბიოტა) განსაკუთრებული როლის შესახებ დედამიწის სახისა და ბიოსფეროს, ატმოსფეროს, ჰიდროსფეროს ქიმიური და ფიზიკური მახასიათებლების ფორმირებაში. მტკიცდება, რომ ბიოლოგიური ორგანიზმების ევოლუცია დაკავშირებულია მათი ფიზიკური გარემოს განვითარებასთან, რომ ისინი ერთად წარმოადგენენ ერთ ევოლუციურ პროცესს, რომელსაც თვითრეგულირების თვისებები გააჩნია. პლანეტა იქცევა, როგორც ერთი ანიმაციური, სულიერი სუპერორგანიზმი, რომელსაც შეუძლია გარდაქმნას თავისი გარემო ისე, რომ ის მისთვის მეტად ხელსაყრელი იყოს.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9