&
K R

გა გე გლ გო გრ
გეა გეი გენ გეო

გენი

(ძველი ბერძნული γένος - გვარი, წარმოშობა) - კლასიკურ გენეტიკაში - მემკვიდრეობითი ფაქტორი, რომელიც ატარებს ინფორმაციას ორგანიზმის გარკვეული თვისების ან ფუნქციის შესახებ და წარმოადგენს მემკვიდრეობის სტრუქტურულ და ფუნქციურ ერთეულს, რომლის მეშვეობითაც ხდება ინფორმაციის გადატანა ორგანიზმების ერთი თაობიდან მეორეში. მოლეკულურ დონეზე იგი არის დნმ - ს (დეზოქსირიბონუკლეინის მჟავის) მონაკვეთი, რომელიც მოიცავს ფუნქციური ცილის ან რნმ - ის (რიბონუკლეინის მჟავა) სინთეზისათვის საჭირო ყველა ინფორმაციას. ამ თვალსაზრისით, ტერმინი „გენი“ შემოიღო 1909 წელს დანიელმა ბოტანიკოსმა, მცენარეთა ფიზიოლოგმა და გენეტიკოსმა ვილჰელმ იოჰანსენმა (Wilhelm Johannsen, 1857 - 1927).
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9