(ძველი ბერძნული γενητως - წარმოშობა ვინმესგან) - ორგანიზმების მემკვიდრეობისა და ცვალებადობის კანონებისა და მათი მართვის მეთოდების მეცნიერება. ბიოლოგიის განხრა, რომელიც სწავლობს გენებს, გენეტიკურ ვარიაციებს და ორგანიზმებში მემკვიდრეობას. კვლევის ობიექტიდან გამომდინარე განასხვავებენ მცენარეების, ცხოველების, მიკროორგანიზმების, ადამიანის და სხვა გენეტიკას; სხვა დისციპლინებში გამოყენებული მეთოდებიდან გამომდინარე - მოლეკულური გენეტიკა, ეკოლოგიური გენეტიკა და ასე შემდეგ. გენეტიკის იდეები და მეთოდები მნიშვნელოვან როლს თამაშობს მედიცინაში, სოფლის მეურნეობაში, მიკრობიოლოგიურ მრეწველობაში და ასევე გენურ ინჟინერიაში.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024