&
K R

გა გე გლ გო გრ
გეა გეი გენ გეო

გენოტიპი

ორგანიზმის მემკვიდრეობითი ინფორმაციის (გენების) მთლიანობა. გენოტიპი, გენოფონდის კონცეფციისგან განსხვავებით, ახასიათებს ინდივიდს და არა სახეობას. უფრო ვიწრო გაგებით, გენოტიპი გაგებულია, როგორც გენის ან ლოკუსის ალელების ერთობლიობა კონკრეტულ ორგანიზმში. გენოტიპის განსაზღვრის პროცესს გენოტიპირება ეწოდება. გენოტიპი გარემო ფაქტორებთან ერთად განსაზღვრავს ორგანიზმის ფენოტიპს. ამასთან, სხვადასხვა გენოტიპის მქონე ინდივიდებს შეიძლება ჰქონდეთ ერთი და იგივე ფენოტიპი, ხოლო ერთგვარი გენოტიპის მქონე ინდივიდები შეუძლება განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან სხვადასხვა პირობებში. ტერმინი „გენოტიპი“ ტერმინებთან „გენთან“ და „ფენოტიპთან“ ერთად 1909 წელს შემოიღოდანიელმა ბიოლოგმა, ვ. ლ. იოჰანსენმა (დან. Wilhelm Ludvig Johannsen;1857 - 1927) წიგნში«Elemente der exakten Erblichkeits lehre» (გერმ. "მემკვიდრეობის ზუსტი დოქტრინის ელემენტები")
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9