&
K R

გა გე გლ გო გრ
გეა გეი გენ გეო

გეოგრაფია

ძვ.ბერძნ. γεωγραφία - „დედამიწის აღწერა“, ლათინური geographia) - ბუნებრივი და სოციალური მეცნიერებათა კომპლექსი, რომელიც სწავლობს: - გეოგრაფიული გარსის სტრუქტურას, ფუნქციონირებას და ევოლუციას, ურთიერთქმედებასა და ბუნებრივი და ბუნებრივ - სოციალური გეოსისტემებისა და მათი კომპონენტების განაწილებას სივრცეში. თანამედროვე გეოგრაფიული მეცნიერებები იყოფა ფიზიკურ გეოგრაფიად (დაკავშირებული დედამიწის მეცნიერებებთან), სოციალურ - ეკონომიკურ (სოციალურ) გეოგრაფიად (დაკავშირებულ სოციალურ მეცნიერებებთან) და ინტეგრალურებზე ( (ცალკეული ტერიტორიების ან მეთოდების კომპლექსურად შემსწავლელი)მისი მრავალი საფუძველი ელინურ ხანაში ჩაეყარა. ეს გამოცდილება შეაჯამა გამოჩენილმა გეოგრაფმა კლავდიუს პტოლემეოსმა ჩვენი წელთაღრიცხვის I საუკუნეში. დასავლური გეოგრაფიული ტრადიციის აყვავება ხდება რენესანსის დროს, რომელიც აღინიშნება გვიანი ელინისტური ეპოქის მიღწევების გადახედვით და კარტოგრაფიაში მნიშვნელოვანი მიღწევებით, რომლებიც ჩვეულებრივ ფლამანდიელი გეოგრაფი და კარტოგრაფი გერჰარდ მერკატორის (ლათ. Gerhardus Mercator; 1512 - 1594) სახელთან ასოცირდება. თანამედროვე აკადემიური გეოგრაფიის საფუძვლები XIX საუკუნის I ნახევარში გერმანელმა გეოგრაფ - ბუნებისმეტყველმა ალექსანდერ ჰუმბოლდტმა (გერმ. Alexander von Humboldt; 1769 - 1859) და გერმანელმა გეოგრაფმა და პედაგოგმა, თანამედროვე გეოგრაფიული მეცნიერების ერთერთმა ფუძემდებელმა კარლ რიტერმა (გერმ. Karl Ritter;1779 - 1859) ჩაუყარეს.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი,
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9