დედამიწის გეოსფერული გარსის, როგორც ბუნებრივი გარემოს კომპონენტებისა და ბიოსფეროს მინერალური ბაზის და, აგრეთვე, მათში ბუნებრივი და ტექნოგენური პროცესების გავლენის ქვეშ მიმდინარე ცვლილებების შემსწავლელი მეცნიერება. გეოეკოლოგიური კვლევები მოიცავენ ლანდშაფტების, ნიადაგების, ზედაპირული და მიწისქვეშა წყლების, მთის ქანების, ატმოსფეროს ქვედა ფენების, მცენარეული საფარის შესწავლას და გეოლოგიის, გეოგრაფიის, ნიადაგმცოდნეობის, გეოფიზიკის, გეოქიმიის, სამთო მეცნიერებების გეოეკოლოგიური გარემოს შესახებ ცოდნის ერთიან სისტემაში ინტეგრაციას მოითხოვენ.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024