&
K R

გა გე გლ გო გრ
გეა გეი გენ გეო

გეოთერმული ენერგეტიკა

თერმული ან ელექტროენერგიის მიღება დედამიწის სიღრმისეული სითბოს ხარჯზე, არატრადიციული (ალტერნატიული) ენერგეტიკის ერთ ერთი ვარიანტი. გეოთერმული ენერგეტიკა ეკონომიკურად ეფექტურია იმ ადგილებში, სადაც ცხელი წყალი დედამიწის ქერქის ზედაპირთან ახლოსაა - აქტიური ვულკანური მოქმედების ადგილებში, მრავალრიცხოვანი გეიზერების თანხლებით (კამჩატკა, კურილისა და იაპონიის არქიპელაგის კუნძულები). გეოთერმული ენერგეტიკა იყენებს დედამიწისიული წიაღის სითბოს, წარმოშობილს ელემენტების რადიოაქტიური დაშლისას და ასევე შენახულს დედამიწის ფორმირების მომენტიდან. ჩვეულებრივ პირობებში ტემპერატურა იზრდება სიღრმით დაახლოებით 25-30 გრადუსით კილომეტრზე, თუმცა მნიშვნელოვან ტემპერატურამდე გახურებული მთის ქანები იმყოფებიან მიწის ზედაპირთან შედარებით ახლოს. გეოთერმული ენერგია შესაძლებელია იყოს ორთქლის, ცხელი თერმული წყლების, ორთქლისა და წყლის (ორთქლჰიდროთერმი) ნარევის სახით წარმოდგენილი. პრაქტიკაში ელექტროენერგიის გამოსამუშავებლად გამოიყენება ორთქლი, ორთქლჰიდროთერმი და თერმული წყლები.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9