&
K R

გა გე გლ გო გრ
გეა გეი გენ გეო

გეოსფეროები

(ძველი ბერძნული γῆ - დედამიწა და σφαῖρα - სფერო) – 1. დედამიწის გარსები: ატმოსფერო, ჰიდროსფერო, ლითოსფერო. რუსი, უკრაინელი და საბჭოთა მეცნიერი - მინერალოგი და კრისტალოგრაფი ვ.ი.ვერნადსკის (რუს. Влади́мир Ива́нович Верна́дский, 1863-1945) მიხედვით, ეს არის "მეტ - ნაკლებად მოწესრიგებული კონცენტრული ფენები, რომლებიც მოიცავენ მთელ პლანეტას, სიღრმით ვერტიკალურ კვეთში იცვლება და ერთმანეთისგან განსხვავდება თითოეული მისთვის დამახასიათებელი, განსაკუთრებული ფიზიკურიქიმიური და ბიოლოგიური თვისებებით" ცენტრალური ადგილი უკავია დედამიწის სფერულ ბირთვს, რომლის რადიუსია დაახლოებით 3470 კმ. იგი იმყოფება 2900 კმ სიღრმეზე. უფრო მაღლა განლაგებულია დედამიწის მანტია, რომელიც 5-75 კმ სიღრმეზე დედამიწის ქერქს გამოეყოფა მოხოროვიჩიჩის ზედაპირით (ანდრია მოხოროვიჩიჩი - ხორვატი გეოფიზიკოსი და სეისმოლოგი - ხორვ., Andrija Mohorovičić, 1857 - 1936). მანტიის ზედა ნაწილთან ერთად დედამიწის ქერქი ერთიანდება დედამიწის მყარ გარსში ლითოსფეროში. გარეგანია პლანეტის წყლის გარსი - ჰიდროსფერო და აიროვანი გარსი - ატმოსფერო. პირველი წყვეტილად არის განლაგებული მოსფეროსა და დედამიწის ქერქს შორის; ხოლო მეორე ჰაერის გარსია და დედამიწას აკრავს ირგვლივ, ამასთანავე მასთან ერთად ბრუნავს. ორივე გარსი რთული აგებულებისაა და იყოფა თავის მხრივ, შემადგენელ ნაწილებად. მაგალითად, დედამიწის ქერქში არსებული მრავალწლოვანი მზრალი ქანების ფენას -კრიოსფერო ეწოდება, ხოლო ხმელეთის ზედა თხელ და ნოყიერ ფენას - პედოსფერო
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9