სოციალურ - ეკონომიკური გეოგრაფიის განხრა, რომელიც ქალაქური დასახლებების, ტერიტორიული ერთეულების, მათი გაერთიანებების ჯგუფებად და ქსელებად, ურბანიზაციის სხვადასხვა ფორმების შესწავლას ეძღვნება. განმარტებიდან გამომდინარე, გეოურბანული კვლევები ეფუძნება უფრო ფართო საგანს, ვიდრე ქალაქების გეოგრაფია, რომელიც ითვალისწინებს ცალკეულ ქალაქურ დასახლებებს. თუმცა, ეს არ არის დაპირისპირება, არამედ გეოურბანისტიკის ევოლუციური განვითარებაა ქალაქების გეოგრაფიიდან გამომდინარე.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.