&
K R

გა გე გლ გო გრ
გეა გეი გენ გეო

გეოფიზიკური ჰიდროდინამიკა

ჰიდროდინამიკის განხრა, რომლის შესწავლის ობიექტში მთლიანობაში ბრუნავ მოძრაობაში მყოფ სითხეებში დაკვირვებადი მოვლენების ფართო სპექტრი შედის. ასეთ გარემოს მიეკუთვნება, კერძოდ, ოკეანე და დედამიწის ატმოსფერო, მათი ლაბორატორიული ანალოგები და სხვა მბრუნავი პლანეტების ატმოსფერო. გეოფიზიკური ჰიდროდინამიკა მოიცავს ისეთ დისციპლინებს, როგორიცაა დინამიური მეტეოროლოგია, ფიზიკური ოკეანოლოგია, კლიმატის თეორია და სხვა.გეოფიზიკური ჰიდროდინამიკის ფარგლებში ჩატარებული კვლევის მიზანია ატმოსფეროში ოკეანეში ფართომასშტაბური პროცესების ფიზიკური მექანიზმების შესწავლა, მომავლის პროგნოზირებისთვის და ამ გარემოთა და ცალკეული ფიზიკური პროცესებისა და მოვლენების წარსული მდგომარეობის შესასწავლად შესაბამისი მათემატიკური მოდელების შექმნა. მოდელების შემუშავების საბოლოო მიზანია კონკრეტული პრაქტიკული პრობლემების გადაჭრა: ამინდის საშუალოვადიანი პროგნოზი, დედამიწის პალეოკლიმატის შესწავლა, არქტიკის რეგიონის მომავლის შეფასება და მრავალი სხვა
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9