&
K R

გა გე გლ გო გრ
გლო

გლობალური ეკოლოგია

სამეცნიერო დისციპლინა, რომელიც შეისწავლის საზოგადოებასა და ბუნებას შორის ურთიერთობას ზოგადპლანეტარულ დონეზე; - კომპლექსური სამეცნიერო დისციპლინა, რომელიც სწავლობს ბიოსფეროს მთლიანობაში. გლობალური ეკოლოგიის საფუძვლები ჩამოაყალიბებულია რუსი მეცნიერის მ.ი.ბუდიკოს მიერ (1977), რომელიც ბიოსფეროში ნივთიერებათა მიმოქცევას მის ცენტრალურ პრობლემად მიიჩნევს. ამ პრობლემის შესწავლა აუ ცილებელია გლობალური ეკოლოგიის მთავარი პრობლემის გადასაჭრელად - ადამიანის საქმიანობის გავლენის ქვეშ მომავალში ბიოსფეროში შესაძლო ცვლილებების პროგნოზების შემუშავებისა. ვინაიდან გრძელვადიანი ეკონომიკური დაგეგმვა მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული ამ პროგნოზზე და ასოცირდება დიდი კაპიტალის ინვესტიციებთან, აშკარაა, რომ მას უნდა ჰქონდეს საიმედოობის მაღალი ხარისხი. გლობალური ეკოლოგია, როგორც სამეცნიერო დისციპლინა ჩამოყალიბების ეტაპზეა, მისი საზღვრები ჯერ ზუსტად არ არის განსაზღვრული. ზოგიერთი მეცნიერი მას ზოგადი ეკოლოგიის ნაწილად მიიჩნევს, სხვები მას ბუნების დაცვასთან, ადამიანის ეკოლოგიასთან იდენტიფიცირებენ, ხოლო სხვები კი, (მათ შორის მიხეილ ივანეს ძე ბუდიკო და მოლდაველი მეცნიერი ივანე ილიას ძე დედიუ) დამოუკიდებელ სამეცნიერო დისციპლინად მიიჩნევენ.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9