წარმოადგენენ ჩვენი პლანეტის უდიდეს საფრთხეს, რადგან ისინი გავლენას ახდენენ მთელ მსოფლიოზე. ამავდროულად, ისინი იქმნებიან თანდათანობით, ბუნებრივ გარემოზე გრძელვადიანი ზემოქმედების შედეგად და დიდი ძალისხმევა და რესურსებია საჭირო, რათა თავიდან იქნას აცილებული ეკოლოგიური კატასტროფა. კაცობრიობის ცივილიზაციის არსებობის ეკოლოგიურად განპირობებული საფრთხე ოფიციალურად არის აღიარებული უმაღლეს სახელმწიფოთაშორის დონეზე; მეცნიერულ - ტექნოლოგიურმა პროგრესმა შექმნა ეკოლოგიური კატასტროფის საფრთხე და თავად „განვითარების“ კონცეფცია კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. გადაუდებელი საჭიროება გაჩნდა ადამიანური ღირებულებების სკალის გადახედვა.ბუნებისადმი მომხმარებლურმა დამოკიდებულებამ ის გადარჩენის ზღვართან დააყენა. წარმოებისა და მოხმარების დომინანტურ მოდელებს ეკოლოგიურ განადგურებასთან და ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის მზარდ რისკთან მივყევართ გარემოს ხარისხის შემცირების გამო. გლობალური უსაფრთხოების საფუძვლები საფრთხის ქვეშაა. როგორც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გარემოსდაცვითი პრობლემების კომისიის (UNEP) ანგარიშიდან ირკვევა, 2032 წლამდე კაცობრიობის განვითარების პროგნოზი სანუგეშო არ არის. ადამიანის საქმიანობის გავლენით პლანეტაზე შეუქცევადი ცვლილებები მოხდება. დედამიწის ზედაპირის 70%-ზე მეტი ამა თუ იმ გზით დეფორმირდება, ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს ყველა სახეობის 1/4-ზე მეტი შეუქცევადად დაიკარგება, უსაფრთხო ჰაერი და სუფთა სასმელი წყალი შეუვსებად დეფიციტად იქცევა. დედამიწის ზედაპირის 70%-ზე მეტი დეფორმირებული იქნება ამა თუ იმ გზით, ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს ყველა სახეობის 1/4- ზე მეტი შეუქცევადად დაიკარგება, უსაფრთხო ჰაერი, სუფთა სასმელი წყალი (ჯანმო-ს მონაცემებით, უკვე დღეს მსოფლიოში ყველა დაავადების 80% გამოწვეულია უხარისხო სასმელი წყლის მოხმარების გამო) და ხელუხლებელი ლანდშაფტები გამოუსწორებელი დეფიციტი გახდება, ანთროპოგენური ზემოქმედებისგან ბუნების გამოჯანსაღების უნარი შემცირდება.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024