- მათემატიკური მოდელებისა და გამოთვლითი ტექნიკის საფუძველზე მთელი მსოფლიოს მომავლის პროგნოზირების მცდელობები, გლობალური მოდელირების ძირითადი შედეგები: - ტექნოლოგიური პროგრესი სასურველია და სასიცოცხლოდ აუცილებელია,მაგრამ ასევე აუცილებელია სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური ცვლილებები; - მოსახლეობა და რესურსები არ შეიძლება განუწყვეტლივ იზრდებოდეს ცალკეულ პლანეტაზე; - ჩვენთვის უცნობია გარემოს მოცულობა, ანუ უცნობია, დედამიწის ფიზიკური გარემო და სიცოცხლის უზრუნველყოფის სისტემები რამდენად შეძლებენ დააკმაყოფილონ მოსახლეობის მომავალი ზრდის მოთხოვნილებები და მოთხოვნები; - ზრდის დაქვეითება შეამცირებს დასაშვები დონის გადამეტების ალბათობას;- არ არის განსაზღვრული მსოფლიოს მომავალი გლობალური სტრუქტურის ბუნება; - ბევრი რამ არის დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად მალე შეიცვლება არსებული არასასურველი ტენდენციები; - ცივილიზაცია თავისთავად სისტემას წარმოადგენს, ამიტომ, რესურსების თვალსაზრისით ზღვარს მიახლოვებისას, თანამშრომლობა უფრო ფასეულია, ვიდრე კონკურენცია. მაგრამ, ინფორმაციის უკმარისობის გამო, არსებული გლობალური პროგნოზული მოდელების მთელი ჯამიც კი, არ იძლევა პასუხს კაცობრიობის წინაშე მდგარ მთავარ კითხვაზე
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024