&
K R

გა გე გლ გო გრ
გლო

გლობალური პრობლემები

პლანეტარული ხასიათის სოციალურ - ბუნებრივი პრობლემების ერთობლიობა, რომელიც გავლენას ახდენს ყველა ხალხის ინტერესებზე, რომელთა გადაწყვეტა განსაზღვრავს კაცობრიობის ეკონომიკურ და სოციალურ პროგრესს და ცივილიზაციის შენარჩუნებას. ეს პრობლემები ხასიათდება დინამიზმით, წარმოიქმნება როგორც საზოგადოების განვითარების ობიექტური ფაქტორი და მათი გადაწყვეტისთვის საჭიროა მთელი კაცობრიობის ერთობლივი ძალისხმევა. გლობალური პრობლემები ურთიერთდაკავშირებულია, მოიცავს ადამიანების ცხოვრების ყველა ასპექტს და ეხება ყველა ქვეყანას. გლობალური პრობლემები ბუნებისა და ადამიანის კულტურის დაპირისპირების, აგრეთვე მრავალმხრივი ტენდენციების შეუსაბამობის ან შეუთავსებლობის შედეგია თავად ადამიანური კულტურის განვითარების პროცესში. ბუნებრივი გარემო არსებობს უარყოფითი უკუკავშირის პრინციპით, ხოლო ადამიანური კულტურა - დადებითი უკუკავშირის პრინციპით. გლობალურ პრობლემებს შორის სამხედრო და ეკოლოგიური პრობლემები უდიდეს საფრთხეს უქმნის კაცობრიობას, ხოლო გარემოსდაცვითი მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9