&
K R

გა გე გლ გო გრ
გლო

გლობალური პროგნოზი

კაცობრიობის განვითარების პროგნოზი გლობალური პრობლემების არსებობის კონტექსტში. გლობალური პროგნოზები ორი ძირითადი მიმართულებით შეიმუშავება: 1) პესიმისტური, რომელიც ახლო მომავალში გლობალური რესურსების, ეკოლოგურ და სასურსათო კრიზისს პროგნოზირებს და გამოსავლის სახით მოსახლეობისა და მრეწველობის შემცირებას სთავაზობს; 2) ოპტიმისტური, რომელიც გამოდის იქიდან, რომ: დედამიწის წიაღი, მსოფლიო ოკეანე და კოსმოსური სივრცე შეიცავს მრავალს, ჯერ კიდევ აუთვისებელ, ნედლეულს და ენერგორესურსებს; დემოგრაფიული აფეთქება მუდმივი არაა; სამხედრო ხარჯების შემცირება და დედამიწაზე მშვიდობის დამყარება სასიცოცხლო აუცილებლობა და რეალობა გახდება, რაც ნიშნავს, რომ გაიხსნება გზა მდგრადი ეკონომიკური კეთილდღეობისკენ და კაცობრიობის სოციალური და სამეცნიერო - ტექნიკური პროგრესი გახდება შესაძლებელი.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9