გოგირდის ანჰიდრიდი, SO2 - უფერო გაზი მკვეთრი სუნით, ატმოსფერული ჰაერის ერთ-ერთი მთავარი დამაბინძურებელი. მასის მიხედვით, ნახშირბადის მონოქსიდის შემდეგ, ყველაზე დიდი დამაბინძურებელი, რომელიც ადამიანის საქმიანობის შედეგად გამოიყოფა ატმოსფეროში. ჰაერში SO2 - ის მაღალი შემცველობა - მჟავა წვიმების მთავარი მიზეზია.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024