&
K R

გა გე გლ გო გრ
გრა გრი

გრანიტის ფენა

დედამიწის ქერქის ფენა ხმელეთზე, რომელიც დანალექი და მეტამორფული ქანების ქვემოთ დევს ამ ქანების გრანიტიზაციის შედეგად. იგი განლაგებულია დანალექ და „ბაზალტის“ ფენებს შორის. შედგება გრანიტების, გნეისებისა და სხვა მეტამორფული და ამონაფრქვევი ქანებისგან. გრანიტის ფენის აღმოჩენა ხდება გეოფიზიკური (სეისმური) მონაცემებით (დედამიწის ქერქის ამ ფენაში გრძივი სეისმური ტალღების სიჩქარე 5.5 – 6.5 კმ/წმ - ს აღწევს), მაგრამ ზოგჯერ ზედაპირზეც გამოდის. ეს ფენა სასარგებლო წიაღისეულებიდან მრავალგვარ ფერად., ძვირფას და იშვიათ ლითონებს შეიცავს.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9