(ინგლ. Greenpeace - „მწვანე სამყარო“) - საერთაშორისო დამოუკიდებელი გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც 1971 წელს შეიქმნა კანადაში საზოგადოების ყურადღების მისაქცევად ეკოლოგიური პრობლემების მიმართ მშვიდობიანი აქციებისს ჩატარების გზით. ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა გლობალური კლიმატის ცვლილება, ტყეების ფართობის შემცირება ტროპიკებიდან არქტიკამდე და ანტარქტიდამდე, გადაჭარბებული თევზჭერა, ვეშაპების კომერციული რეწვა, რადიაციული საფრთხეები, განახლებადი ენერგიის განვითარება და რესურსების დაზოგვა, გარემოს დაბინძურება საშიში ქიმიკატებით, მდგრადი სოფლის მეურნეობის ეკონომიკა, არქტიკის დაცვა.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024