&
K R

და დდ დე დი დნ დო დრ დღ
დაა დაბ დამ დან დარ დატ დაუ დაჩ დაც დაჭ დახ

დაბინძურება ატმოსფერული ჰაერის

ატმოსფერულ ჰაერში, მისი ხარისხის ჰიგიენურ და ეკოლოგიურ ნორმატივებზე მაღალი მნიშვნელობის, დამაბინძურებელ ნივთიერებათა (მტვრის აწილაკების, კვამლის, მჟავების წვეთების, ქარხნების ღუმელების და ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვი აირების და ასე შემდეგ) კონცენტრაციების მოხვედრა ან წარმოქმნა.ჰაერის ძირითადი დამაბინძურებლებია სამრეწველო საწარმოებები (განსაკუთრებით მაღალ ტოქსიკურ გამონაბოლქვებს ფერადი და შავი მეტალურგიის, ქიმიური და ნავთობქიმიური მრეწველობათა საწარმოებები ქმნიან), ავტოტრანსპორტი, თბოენერგეტიკა და სოფლის მეურნეობა. ჰაერის დაბინძურება იწვევს ოზონის ფენის დაშლას, სმოგის ფორმირებას, ლითონის კონსტრუქციების, ცემენტის ქვისა და სხვა სამშენებლო მასალების ეროზიას, იწვევს ნიადაგებისა და ბუნებრივი წყლების ეკოსისტემების დეგრადაციას, მცენარეების, ცხოველების და მოსახლეობის დაავადებათა ზრდას.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9