&
K R

და დდ დე დი დნ დო დრ დღ
დაა დაბ დამ დან დარ დატ დაუ დაჩ დაც დაჭ დახ

დაბინძურება (ბუნებრივი გარემოს)

ბუნებრივ გარემოში, ჩვეულებრივად მისთვის არადამახასიათებელი ფიზიკური, ქიმიური, ბიოლოგიური აგენტების წარმოქმნა, შემოტანა, ან, მოცემულ დროში, მათ მიერ, ხშირად, ნეგატიური შედეგების მომტანი, ბუნებრივი ფონის გადამეტება. დაბინძურებისგან დაცვა უზრუნველყოფილია კანონების, წესების და ნორმების სისტემებით, დასაპროექტებული ობიექტების გარემოზე ზემოქმედების შეფასებითა და ეკოლოგიური ექსპერტიზით. ითვლება, რომ დაბინძურებისგან საჭირო დაცვა უზრუნველყოფილია, თუ მავნე ნივთიერებათა ზდკ გადამეტება არ ფიქსირდება. დაბინძურების შემცირება მდგრადი განვითარების საზოგადოების მოდელის განუყოფელი ნაწილია. დაბინძურების დასაძლევად, შეფასებისა და პროგნოზირების მიზნით, ეკოლოგიური მონიტორინგი გამოიყენება, შემუშავებულია ეკოლოგიური ნორმატივების სისტემა - დამაბინძურებელ ნივთიერებათა ზდკ, ზდგ, ზდდ, ზდჩ და სხვა.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9