ცხოველის, მცენარის, სოკოების, ბაქტერიების სახეობათა ეკოსისტემებში, ამ თემებისთვის უცხო ან ადამიანისთვის არასასურველი ადამიანის საქმიანობის შედეგების შეღწევა. ადამიანის გავლენით ან სხვა ფაქტორების შედეგად წარმოქმნილი ექსტრანენტული და აგრესიული სახეობების ეკოსისტემაში შეღწევა. სახეობებს ბიოლოგიურ პროცესებში შეუძლიათ შეაღწიონ, ცალკეული იკროორგანიზმების, ვირუსების და ინფექციების საშუალებით. ბუნებრივი პროცესების ახალი მონაწილეები გავლენას ახდენენ გენეტიკაზე, პოპულაციაზე,ჰაბიტატზე და ზოგადად ეკოსისტემაზე. ბიოლოგიური დაბინძურების სახეობებს შორის გამოირჩევა: ინფექციები, ვირუსები, მუტაციები, ინტროდუქცია
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024