&
K R

და დდ დე დი დნ დო დრ დღ
დაა დაბ დამ დან დარ დატ დაუ დაჩ დაც დაჭ დახ

დაბინძურება ბუნებრივი გარემოს

ნებისმიერი მყარი, თხევადი, აიროვანი ნივთიერებების, მიკროორგანიზმების ან ენერგიის ტიპების (ხმოვანის, ელექტრომაგნიტური ან რადიოაქტიური გამოსხივების) გარემოში შესვლა იმ რაოდენობით, რაც იწვევს ბუნების კომპონენტების შემადგენლობისა და თვისებების ცვლილებებს და მავნე გავლენას ახდენს ადამიანზე, ფლორასა და ფაუნაზე. წარმოშობით დაბინძურება იყოფა ანთროპოგენურზე და ბუნებრივზე, ხოლო ორგანიზმებზე და ეკოსისტემებზე ზემოქმედების მიხედვით კი - მექანიკურ, ფიზიკურ, ბიოლოგიურ და ქიმიურზე. გარემოს დაბინძურების გამომწვევ ძირითად ანთროპოგენურ პროცესებს შორის აღინიშნება: 1) ადამიანის მიერ დედამიწის მყარი, თხევადი და აირისებრი ნივთიერებების უზარმაზარი გადაადგილება .2)) გეოქიმიური ციკლების შექმნა ახალი არაორგანული, მეტალორგანული და ორგანული ნაერთების მონაწილეობით, რომლებსაც ანალოგი არ აქვთ ბუნებრივ პირობებში; 3) ადამიანის მიერ ცოცხალი ნივთიერებების გავრცელება ლითოსფეროს, ჰიდროსფეროსა და ატმოსფეროს ინერტული სისტემების არსებობის სფეროში, ბიოინერტული სისტემების შექმნა; 4) ახალი ტიპის ქანების შექმნა - ანთროპოგენური დანალექების; 5) ენერგიის ახალი ტიპების შექმნა და გამოყენება.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9