რაიმე ნივთის ან ადამიანის სხეულის ზედაპირზე, ან მათ შიგნით, ჰაერში, ან სხვაგან, დასხივების 10 მკზვ/წლ (მიკროზივერტი/წელიწადში) ან კოლექტიური დოზის 1ადამიანზე - ზვ/წლ (ზივერტი/წელიწადში) მეტი დოზის გამომწვევი, ტექნოგენური წარმოშობის რადიოაქტიური ნივთიერებების არსებობა.რადიოაქტიური დაბინძურება, რომელსაც ასევე უწოდებენ რადიოლოგიურ დაბინძურებას, არის რადიოაქტიური ნივთიერებების დეპონირება ან არსებობა მყარ სხეულებზე, სითხეებში ან აირებზე (მათ შორის ადამიანის სხეულში), სადაც მათი არსებობა უნებლიე ან არასასურველია (როგორც განსაზღვრულია ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მიერ. IAEA). ასეთი დაბინძურება საშიშია, რადგან დამაბინძურებლების რადიოაქტიური დაშლა წარმოქმნის მაიონებელ გამოსხივებას (კერძოდ, ალფა, ბეტა, გამა სხივები და თავისუფალი ნეიტრონები). საშიშროების ხარისხი განისაზღვრება დამაბინძურებლების კონცენტრაციით, გამოფრქვეული გამოსხივების ენერგიით, რადიაციის ტიპით და დაბინძურების სიახლოვით სხეულის ორგანოებთან. მნიშვნელოვანია ცხადი იყოს, რომ დაბინძურება იწვევს რადიაციულ საშიშროებას და რომტერმინები "გამოსხივება" და "დაბინძურება" ურთიერთშემცვლელი არ არის. რადიოაქტიური დაბინძურების წყაროები შეიძლება დაიყოს ორ ჯგუფად: ბუნებრივი და ანთროპოგენური. ყველაზე დიდი ზიანი მშვიდობის დროს და როდესაც ბირთვული ტესტები აკრძალულია, გამოწვეულია ატომური ელექტროსადგურების ბირთვული ავარიებით. 1986 წელს უკრაინაში, ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარმა აფეთქებამ მთელს მსოფლიოზე იმოქმედა და მისი გავლენა დღესაც გრძელდება. აფეთქების შემდეგ გაფანტულმა რადიოაქტიურმა ნივთიერებებმა უამრავი ადამიანის და ცხოველის სიკვდილი და დაავადება გამოიწვია.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.