გარემოს ბუნებრივი ქიმიური თვისებების ცვლილება, მისთვის უცხო ქიმიური ნივთიერების შეღწევის პირობებში. ამჟამად, ბუნებრივი გარემო შეიცავს 7-დან 8.6 მილიონ ქიმიურ ნივთიერებას. ბევრ მათგანს მუტაგენური, ტერატოგენური, კანცეროგენური თვისებები გააჩნია. ტოქსიკური ნივთიერებები, როგორიცაა მძიმე მეტალები, დიოქსინები, პოლიარომატული ნახშირწყალბადები, პესტიციდები, სარეცხი საშუალებები ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენენ.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.