ბიოლოგიური - დამაბინძურებლებს წარმოადგენენ ორგანიზმები, რომელთა მოტანა და გამრავლება როგორც ადამიანისთვის, ასევე მთლიანად ეკოსისტემებისთვის არასასურველ ხასიათს ატარებს. შეღწევა შეიძლება ბუნებრივი გზით ხდებოდეს, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში კი, ადამიანის საქმიანობის შედეგს წარმოადგენდეს; - შემადგენელი ნაწილის სახით, გამოყოფენ მიკრობიოლოგიურ დაბინძურებას; - მექანიკური - გარემოს დაბინძურება ქიმიურად და ფიზიკურად ინერტული ნარჩენებით, რაც, როგორც წესი, იწვევს მისი თვისებების გაუარესებას და გავლენას ახდენს მასში მობინადრე ორგანიზმებზე. სინამდვილეში, მექანიკური დაბინძურება მიმდინარეობს ფიზიკო - ქიმიურ ეფექტეთან ერთად. ფიზიკური - დამაბინძურებელი იწვევს გარემოს ფიზიკური პარამეტრების ცვლილებას, მათ შორის ტემპერატურულ - ენერგეტიკულის (თერმული დაბინძურება), ტალღურის (სინათლის, ხმაურის, ელექტრომაგნიტური დაბინძურებები), რადიაციულის (რადიოაქტიური დაბინძურება) და სხვა; ქიმიური - დამაბინძურებელი იწვევს გარემოს ბუნებრივი ქიმიური თვისებების ცვლილებას, რაც გამოიხატება მათი კონცენტრაციის მატებით, ან იმ ნივთიერებათა შეღწევას, რომლებიც ადრე არ იყო გარემოში. ქიმიური დაბინძურების მაგალითია აეროზოლური დაბინძურება.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.