(პოლუტანტები) 1) ქიმიური ნაერთები, რომელთა გაზრდილი შემცველობა ბიოსფეროში და მის კომპონენტებში ნეგატიურ ტოქსიკო - ეკოლოგიურ მდგომარეობას იწვევს; 2) ნივთიერება ან ნივთიერებათა ნაზავი, რომელთა რაოდენობა და / ან კონცენტრაცია ქიმიური ნივთიერებებისთვის, მათ შორის რადიოაქტიურის, სხვა ნივთიერებებისა და მიკროორგანიზმებისთვის, დადგენილ ნორმატივებს აღემატება და უარყოფით გავლენას ახდენს ბუნებრივ გარემოზე.დამაბინძურებელი - ნებისმიერი ბუნებრივი ან ანთროპოგენური აგენტი, რომელიც ხვდება გარემოში იმ ოდენობით, რომელიც აღემატება ფონურ მნიშვნელობას და ამით იწვევს მის დაბინძურებას (ასევე დამაბინძურებელს უწოდებენ დაბინძურების წყაროს, მაგალითად, ქარხანას ან მყარი ნარჩენების ნაგავსაყრელს). ამასთან, გარემოს მოცემული აგენტის მიერ დაბინძურების „ზომა“ არის ამ აგენტის ფონური მნიშვნელობიდან გადახრის ხარისხი. ამ (ფართო) ინტერპრეტაციის თანახმად, ნებისმიერი ახალი აგენტი მოცემული გარემოსთვის (თუნდაც ის არ იყოს ტოქსიკური ბიოტასთვის) ითვლება დამაბინძურებლად.ვიწრო გაგებით, "დამაბინძურებელი" - ეს არის ფიზიკური, ქიმიური ან ბიოლოგიური კომპონენტი, რომელიც მოხვდა ბუნებრივ გარემოში ტექნოგენური საშუალებებით და აქვს მავნე ტოქსიკური ეფექტი ბიოტაზე (ცოცხალ ორგანიზმებზე).
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.