ბიოლოგიური ევოლუციის თეორია, რომელიც შეიმუშავა ინგლისელმა ნატურალისტმა და მოგზაურმა ჩარლზ დარვინმა (ინგლ. Charles Robert Darwin,1809 - 1882) და სხვებმა, სადაც ნათქვამია, რომ ყველა სახის ორგანიზმი წარმოიქმნება და ვითარდება მცირე მემკვიდრეობითი ვარიაციების ბუნებრივი გადარჩევით, რაც ზრდის ინდივიდის კონკურენციის,გადარჩენისა და გამრავლების უნარს. ახალი სახეობების წარმოშობისა და მუდმივობის თეორია, რომელიც დაფუძნებულია იმ შთამომავლების ბუნებრივ გადარჩევაზე, რომლებიც საუკეთესოდ არიან ადაპტირებული გარემოსთან მათი გენეტიკური ცვალებადობისა და შემდგომი სიძლიერის გამო. ასევე ცნობილია როგორც დარვინის თეორია.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.