მიწისქვეშა წყლის დონის აწევა გაშენებულ ადგილებში საძირკვლის სიღრმის დონემდე და უფრო ზემოთ. დატბორვა რიგი ფაქტორის, მათ შორის: - მდინარეებში წყლის ჰორიზონტის ამაღლების, გზის მონაკვეთების და სატრანსპორტო გვირაბების დატბორვის, თოვლის დნობის; - მიწისქვეშა ჩამონადენზე შენობათა ფუნდამენტების ბარაჟირების გავლენის;გზებისა და ტროტუარების უხარისხოდ დაგებული ასფალტ - ბეტონის საფარის, საინჟინრო სისტემებიდან და კომუნიკაციებიდან წყლის ჩაშვების ან გაჟონვის; - სტატიკური დატვირთვის შედეგად, გრუნტის წყლების გამტარობის დაწევის; - წყლის მიმღები მოწყობილობებისა და ზედაპირული სადრენაჟო კონსტრუქციების მომსახურების წესების დარღვევის ზემოქმედებით ხდება. დატბორვის საშიშროება განპირობებულია გრუნტის მზიდუნარიანობის შემცირებით.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.