&
K R

და დდ დე დი დნ დო დრ დღ
დაა დაბ დამ დან დარ დატ დაუ დაჩ დაც დაჭ დახ

დაცული ტერიტორიების კატეგორიები

დაცული ბუნებრივი ტერიტორიები არის მიწის ნაკვეთები, წყლის ზედაპირი და მათ ზემოთ საჰაერო სივრცე, სადაც განლაგებულია განსაკუთრებული გარემოსდაცვითი, სამეცნიერო, კულტურული, ესთეტიკური, რეკრეაციული და ჯანმრთელობის მნიშვნელობის მქონე ბუნებრივი კომპლექსები და ობიექტები, რომლებიც ამოღებულია სახელმწიფო ორგანოების გადაწყვეტილებით მთლიანად ან ნაწილობრივ სამეურნეო გამოყენებისგან და რომლისთვისაც სპეციალური დაცვის რეჟიმია დადგენილი. განსაკუთრებულად დაცული გუნებრივი ტერიტორიების რეჟიმის თავისებურებისა და მათზე განთავსებული გარემოსდაცვითი დაწესებულებების სტატუსის გათვალისწინებით, გამოიყოფა ამ ტერიტორიების შემდეგი კატეგორიები: 1. სახელმწიფო ბუნებრივი ნაკრძალები (მათ შორის, ბიოსფერული); 2. ეროვნული პარკები; 3. ბუნებრივი პარკები; 4. სახელმწიფო ბუნებრივი ნაკრძალები; 5. ბუნების ძეგლები; 6. დენდროლოგიური პარკები და ბოტანიკური ბაღები.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9