&
K R

და დდ დე დი დნ დო დრ დღ
დედ დეზ დემ დენ დეპ დეს დეტ

დედამიწა

1) მზის სისტემაში მზიდან დაშორებით მესამე პლანეტა. ყველაზე მკვრივი, დიამეტრითა და მასით მეხუთე ყველა პლანეტას შორის და ყველაზე დიდი დედამიწის ჯგუფის პლანეტებს შორის, რომელიც ასევე მოიცავს მერკურს, ვენერას და მარსს. ამჟამად ადამიანისთვის ცნობილი, მზის სისტემაში, კერძოდ, და ზოგადად სამყაროში, ცოცხალი ორგანიზმებით დასახლებული ერთადერთი სხეული. პუბლიცისტიკაში და პოპულარულ სამეცნიერო ლიტერატურაში შესაძლებელია სინონიმური ტერმინების გამოყენება - მსოფლიო, ცისფერი პლანეტა,ტერა (ლათ. Terra - დან). დედამიწის სტრუქტურა (ჭრილი, ინტერნეტ ენციკლოპედიის მიხედვით) - დედამიწის შინაგანი ნაწილი, რომელიც აერთიანებს ბირთვს, მომიჯნავე გარსებს და მანტიას. დედამიწა პირველ მიახლოებაში არის სფერო (გეოიდი), საშუალო რადიუსით 6370 კმ და საშუალო სიმკვრივით 5.52 გ/სმ3 ; იგი გარშემორტყმულია ფიზიკური ველებით, რომელთაგან მთავარია - გრავიტაციული, მაგნიტური და თერმული; აღსანიშნავია, რომ დედამიწის წიაღში ტემპერატურა სიღრმესთან ერთად მატულობს: კონტინენტური ქერქის ქვეშ იგი 600-700°C ტოლია, მანტიაში - 1500-1800° C, ბირთვში (სავარაუდოდ) 4000-5000° C არ აღემატება. მიუხედავად თანამედროვე ტექნიკური მიღწევებისა, დედამიწის სიღრმეთა შესახებ ცნობები მაინც მწირია. ყველაზე ღრმა ჭაბურღილი დაახლოებით ათასჯერ ნაკლებია დედამიწის რადიუსზე. თუკი დედამიწას წარმოვიდგენთ დიდი ვაშლის სახით, მაშინ ყველაზე ღრმა ჭაბურღილი მხოლოდ მის კანს გახვრეტდა. 2) ბუნებრივი გარემოს ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელსაც ახასიათებს ს სივრცე, რელიეფი, კლიმატი, ნიადაგის საფარი, მცენარეულობა, მინერალური რესურსები, წყლები, რაც სოფლის მეურნეობის და სატყეო მეურნეობის წარმოების ძირითად საშუალებას და, აგრეთვე,ეროვნული ეკონომიკის ყველა სექტორის საწარმოებისა და ორგანიზაციების ადგილმდებარეობის სივრცით ბაზისს წარმოადგენს.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9