- მეცნიერების დარგები, რომელთა კვლევის ობიექტია დედამიწა და მისი სხვადასხვა ასპექტები:გეოდეზია - საბუნებისმეტყველო და საინჟინრო მეცნიერებათა დარგი, რომლის მიზანია დედამიწის ან მისი რაიმე ნაწილის ფორმისა და ზომის შესაწავლა მისი სიმრუდის დადგენის მიზნით; გეოლოგია - მეცნიერება დედამიწის მყარი საფარის (ქერქის) და მის შემადგენლობასთან დაკავშირებული მოვლენების შესახებ; გეოლოგია - მეცნიერება დედამიწის მყარი საფარის (ქერქის) და მის შემადგენლობასთან დაკავშირებული მოვლენების შესახებ; გეოფიზიკა - მეცნიერება დედამიწის ქერქის, ოკეანეების და ატმოსფეროს ფიზიკური მდგომარეობისა და მოვლენების შესახებ; ეკოლოგია - მეცნიერება ცოცხალი არსებებისა და გარემოს ურთიერთობების შესახებ; მინერალოგია - მეცნიერება მინერალების შესახებ; მეტეოროლოგია - ატმოსფერული მოვლენების შემსწავლელი მეცნიერება; პალეონტოლოგია - ნამარხი ცხოველებისა და მცენარეულობის შემსწავლელი მეცნიერება სეისმოლოგია მეცნიერება მიწისძვრებისა და დედამიწის შიგნით სეისმური ტალღების მოძრაობის შესახებ; ფიზიკური გეოგრაფია - გეოგრაფიის დარგი, რომელიც სწავლობს დედამიწის ბუნებრივ ასპექტებს, ბუნებრივი ტერიტორიების სტრუქტურულ ნაწილებს. იგი მოიცავს აგრეთვე მეცნიერებათშორის დისციპლინებს: გეომორფოლოგია, კლიმატოლოგია, ოკეანოლოგია, ჰიდროლოგია, გლაციოლოგია , ბიოგეოგრაფია.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.