(ნიადაგთწარმომქმნელი ქანი - „C“) - მთის ქანები, რომლის გამოფიტვა და ნგრევა ნიადაგის მინერალური ნაწილის ბიოგენების წყაროს წარმოადგენს. დედობრივი ქანები ან ნიადაგთწარმომქმნელი ქანი - ნიადაგის ყველაზე დაბალი ჰორიზონტია, რომელზეც ხდება ნიადაგის ფორმირების ძირითადი პროცესები. ნიადაგთწარმომქმნელი ქანი მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ნიადაგის მინერალოგიურ, ქიმიურ და მექანიკურ შემადგენლობას, ფიზიკურ თვისებებს და მის ნაყოფიერებას. ნიადაგის ჰორიზონტის აღწერისას, დედობრივი ქანები აღინიშნება ლათინური ასოთი „C“.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.